ავარიაში 70 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

2018-05-12 11:24:56

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავარია სოფელ ფშაველში მოხდა, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 70 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ავარიის დროს დაშავებულ ერთ პირს კი სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე ჩაუტარდა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.