"ბასიანის ბრძოლა" [video]

2018-05-12 06:42:05

თბილისში, კლუბებში ბასიანი და გალერი სპეცოპერაცია ჩატარდა. ობიექტზე სპეც. დანიშნულების რაზმის წევრები შევარდნენ და სტუმრებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. სტუმრების ნაწილის მხრიდან ამას პროტესტი მოყვა ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი გამოიძახეს. ახალგაზრდები მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებდნენ, თუმცა მათი გეგმები პოლიციამ შეცვალა. ნახეთ ვიდეო.

სამართალდამცავებმა შეკრებილებს ტერიტორია ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპჟები. პოლიციამ ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავა. მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა შსს-ს მინისტრის მოადგილემ, რომელმაც განაცხადა რომ - "სპეცოპერაცია მიმდინარეობს კლუბებში ბასიანი და გალერი. ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულია 8 პირი".

აქციის დროს ასევე დააკავეს "თეთრი ხმაური"-ს ლიდერი ბექა წიქარიშვილი. მოგვიანებით ახალგაზრდებმა რუსთაველის ქუჩაზე, პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს. აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის "გირჩი"-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ რომან გოცირიძე და გია ბარამიძე, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ადგილზე იმყოფებოდა ღამის თბილისის ეკონომიკის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე, რომელმაც პოლიციის მხრიდან ახალგაზრდების დარბევა და დაკავება დაგმო.