მიკროავტობუსის მძღოლი დააჯარიმდა

2018-05-11 22:18:59

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, საპატრულო პოლიციამ მიკროავტობუსის მძღოლი დააჯარიმა.

როგორც "ინფო რუსთავი"-სთვის გახდა ცნობილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მიკროავტობუსის მძღოლი არასწორი გაჩერებისთვის 10 ლარით დააჯარიმა. შესახვევთან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება ზღუდავს უკან მომავალი იმ ავტომობილის მოძრაობას რომელიც მანევრს მარჯვნივ ახორციელებს. არსებული ინფორმაციით პატრულმა მიკროავტობუსის მძღოლი სწორედ ამ მიზეზით დააჯარიმა.