რა სამუშაოები მიმდინარეობს "პირამიდასთან"

2018-05-11 22:05:28

კოსტავას გამზირზე პირამიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.

როგორც რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ "ინფო რუსავთან" განაცხადა რომ - "პირამიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმის დროს საშენი მასალა ჩამოიშალა და დაზიანდა ბეტონის კედლები. სწორედ ამიტომ ადგილზე გაგზავნილი იქნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღდგენით და გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებს."