ახალგაზრდები სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარნენ.

2017-01-11 17:37:36

კიდევ ერთი აქცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. კურტანიძეების მრავალშვილიანი და მელაძეების ოჯახების დასახმარებელი აქცია, სოციალურ ქსელში დაიგეგმა. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცათ. აქციის მონაწილეების სურვილიდან გამომდინარე, არ სახელდება ორგანიზატორებისა და მონაწილეების ვინაობა. სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქცია შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად, უკვე მესამედ გაიმართა.