მოძრაობისას მანქანას ცეცხლი წაეკიდა

2018-05-11 19:57:25

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტომობილი დაიწვა. არსებული ინფორმაციით მანქანას ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა და მალევე აალდა. ხანძრის დროს ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი რომელიც საჭეს მართავდა ადგილზე დაიწვა, ხოლო მეორე პირმა მანქანიდან გადასვლა მოახერხა, ის მძიმე დამწვრობით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით."