გამოფენა 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

2018-05-11 19:16:53

რუსთაველმა ფერმწერმა, დავით ფიცხელაურმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინა.

ექსპოზიციაზე ხელოვანის მიერ შესრულებული 23 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

რუსთავის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, დავით ფიცხელაურის ნამუშევრები 11-დან 17 მაისის ჩათვლით იქნება გამოფენილი.


შემოქმედებითი საღამო, მხავტვართა გაერთიანება "გამას" ორგანიზებით და რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით მოეწყო.

ფიცხელაურის ნამუშევრები, მისმა კოლეგებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა დაათვალიერეს.