რა გახდა სარდაფების დატბორვის მიზეზი

2018-05-11 16:30:06

ჭყონდიდელის დასახლებაში ტბიდან გამომავალი სარწყავი არხის ერთ-ერთი განშტოების ხელოვნურად ჩაკეტვის გამო, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებსა და სარდაფებში წყალი შეუვიდათ. წყალი სავალ ნაწილზეც გადავიდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
როგორც ჩვენთან საუბრისას ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ განაცხადა:
“ადგილზე მობილიზებულნი არიან  მერიის სამსახურების თანამშრომლები, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მოხდება აღნიშნული არხის გათავისუფლება და მოსახლეობას პრობლემა მოუგვარდება.“