რას ითხოვენ გარდაცვლილის მშობლები

2018-05-11 15:33:54

ბათუმში მოკლული რუსთაველი მომღერლის, გიორგი ხაჭაპურიძის მამა, გენერალურ პროკურატურას მისი შვილისა ზვიად  სახლთუხუცესის მკველობის საქმის საფუძვლიანად შესწავლას სთხოვს.

ანტონ ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მკვლელობა ქურდობის მოტივით მოხდა,რადგან შემთხვევის ადგილიდან წაღებულია დაახლოებით 8 000 ლარი, სასამართლოზე კი ქურდობის ფაქტზე საუბარი საერთოდ არ იყო.

"შემდეგი სხდომა ბათუმის სასამართლოში 16 მაისს არის ჩანიშნული, თუ ამ სხდომაზეც მარტო მკვლელობის მუხლით წარიმართა საქმე, ჩვენი შვილების ცხედრებს ამოვასვენებთ და სასამართლოსთან დავასვენებთ. მკვლელობა მოხდა ქურდობის ნიადაგზე, ჩემს შვილს წინა კბილები ჩამომტვრეული ქონდა როცა ცხედარი ჩამოასვენეს რუსთავში, რაც ექსპერტიზის პასუხში არ ეწერა, სიტყვიერად მითხრეს რომ გარდაცვლილს მგზავრობის დროს დაუზიანდა კბილები, რაც არ მჯერა" -განაცხადა გარდაცვლილის მამამ ინფო რუსთავთან.

ბათუმში ორი ბიჭის – გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სახლთუხუცესის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე.  დასასვენებლად ჩასული გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სახლთუხუცესის ცხედრები ნაქირავებ ბინაში 8 აგვისტოს იპოვეს.