ნარკოტიკის შეძენა - შენახვისთვის ბრალდებულს 14-წელი მიუსაჯეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა).
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა რომ ჰ.გ -მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 361.537 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი"