დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

2018-05-11 14:18:20

რუსთავში მეგობრობის გამზირზე 35 წლამდე მამაკაცმა ბასრი საგნით თვითდაზიანებები მიიყენა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რუსთავის საპატრულო  და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მისი ჯანრთელობის მდგომარეობაამ ეტაპზე სტაბილურია. მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

როგორც შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს საქმეზე გამოძიება 115-ე მიხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.