ავსტრიაში სამი ქართველი დააკავეს

2018-05-11 13:45:28

ვენაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, დაკავებულები გაქურდვის მიზნით, თვალ ყურს ადევნებდნენ სახლებს და ირგვლივ არსებულ სიტუაციას სწავლობდნენ.

ავსტრიელმა სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სამი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს.

უცხოური მედიის ცნობით, ამჟამად საქართველოს სამი მოქალაქე ავსტრიაში პატიმრობაში რჩება. ფაქტთან დაკავშირებეთ კი გამოძიება ინტებსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარეობს.