ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2018-05-11 09:53:19

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო ორმა ქალბატონმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა. დაშავებულები გადაყვანილები არიან სტაციონარში.

სადარბაზოში დიდი დაკვამლიანების გამო განხორციელდა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია. ხანძრის შედეგად დაიწვა 60-70 კვ.მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.