კონკურსი ფოტომოყვარულებისთვის

2018-05-10 16:50:06

რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი აცხადებს ფოტოკონკურს თემაზე "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე"

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, როგორც პროფესიონალ ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს.

ორგანიზატორების განცხადებით, ფოტო უნდა აღწერდეს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის შედეგს. დაინტერესებულმა პირებმა არანაკლებ 3 ფოტო 18 მაისის ჩათვლით მისამართზე cysrustvavi@gmail.com უნდა გააგზავნონ.

საუკეთესო ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

ცნობილია, რომ პროექტს სამი გამარჯვებული ეყოლება, რომლებსაც ორგანიზატორებისგან სპეციალურად დაწესებული პრიზები გადაეცემა.

საუკეთესო ნამუშევრები 26 მაისს, დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გამოიფინება.