მაღაზიაში შეცდომით გაცემული პროდუქტი

2018-05-10 16:18:25

ფოთში არასრულწლოვანმა ქიმიური საწმენდი ნივთიერება „კროტი“ შეჭამა.

ბავშვო ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით გადაიყვანეს, შემდეგ კი ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით წაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ გრანულები მიაწოდა. "არ ვიცი ბებიას შეეშალა თუ მაღაზიის გამყიდველს. ბავშვს ნივთიერება არ გადაუყლაპია, პირში ჩაიდო თუ არა, მთლიანად დაეწვა პირის ღრუ. ენა დანით ათლილივით აქვს“ – განუცხადა ჟურნალისტებს მოზარდის მეზობელმა.

მაღაზიაში ამბობენ, რომ შეცდომა როგორც გამყიდველის, ისე ბებიის ბრალიცაა, ეს ადამიანური შეცდომაა, რომელიც გამყიდველს მოუვიდა, მაგრამ ბებიაც არ დააკვირდა, რას ყიდულობდა“.


წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი