ქმარმა ცოლი ქუჩაში სცემა

2018-05-10 13:54:02

სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ი.ჩ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 23 იანვარს ი.ჩ.-მ მეუღლეს - ლ.ქ.-ს ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა მიყენებული დაზიანებებისგან გონება დაკარგა, თუმცა ი.ჩ. მაინც აგრძელებდა მის ცემას. ი.ჩ.-ს დანაშაულებრივი ქმედებით, ლ.ქ.-ს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიადგა.

სამართალდამცველებმა ი.ჩ. 2018 წლის 23 იანვარს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.