რა სამუშაოები ჩატარდა #12 მიკრორაიონში

2018-05-10 13:31:05

"ინფო რუსთავი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეაგირება მოჰყვა.

მასალა, რომელიც ჩვენმა საინფორმაციო სააგენტომ გუშინ, მოახლეობის თხოვნის საფუძველზე გაავრცელა, #12 მიკრორაიონის 5;6 კორპუსების მცხოვრებლების პრობლემას ეხებოდა.

მოსახლეობა სადარბაზოების დეზინფექციას ითხოვდა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავის მერიის ა(ა)იპ "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა სადარბაზოებში და სარდაფებში სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები გაატარა.

დავით ბეგაშვილი -"ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აღნიშნულ მისამართზე სადაც სადერატიზაციო სამუშაოები ჩატარდა. მოხდა სადარბაზოების და სარდაფების დამუშავება და ეს პროცესი გაგრძელდება. მოგეხსენებათ, რომ სადაც ბუნკერები ილუქება მღრღნელების პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება, რადგან ისინი თავშესაფარს სწორედ სარდაფებში ეძებენ, ამიტომ ჩვენი სამსახური ასეთ უბნებში კვირაში ერთხელ,  ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებს რათა პრობლემა დროულად მოგვარდეს. უნდა ავღნიშნო, რომ 12 მიკრორაიონის #6 კორპუსის სადარბაზოში მისულებს ადგილზე ანტისანიტარია დაგვხვდა, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, რომ მათაც იზრუნონ მათივე საცხოვრებელი კორპუსის სისუთავეზე რომ აღარ მოხდეს მღრღნელებისა და სხვა მწერების გამრავლება"- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა.