ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგეს [photo]

2018-05-10 11:18:53

რუსთავში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 95-ე წლისთავი აღინიშნა.

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, მერის მოადგილეებმა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ღონისძიებას მარნეულის მინიციპალიტეტის მერიც ესწრებოდა .

ჰეიდარ ალიევს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული, საქმიანი და ეკონომიკური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

ჰეიდარ ალიევი 1923 წლის 10 მაისს დაიბადა. 1993-1998 წლებში ის ორჯერ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.

აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერი 2003 წლის 12 დეკემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.