მაგისტრალზე შოკოლადი დაიღვარა [photo]

2018-05-09 21:51:16

პოლონეთის ქალაქ სლუფკაში, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ტონა შოკოლადი დაიღვარა. უცხოური მედიის ცნობით, ვარშავისკენ მიმავალი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც თხევადი შოკოლადი გადაჰქონდა, გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მძღოლი. დაღვრილმა შოკოლადმა კი გზის გადაკეტვა და რამდენიმე კილომეტრიანი საცობის წარმოქმნა გამოიწვია. პოლონური მედიის ინფორმაციით, დაღვრილი შოკოლადი მანქანების გადაადგილებისას საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ მისი გზიდან გადარეცხვა შესაბამის ტექნიკის დახმარებით მოხდება.