გერმანიიდან ქართველები გამოაძევეს

2018-05-09 21:04:58

გერმანიის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მოხდა. დიუსელდოფის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტში 60 ადამიანი სამშობლოში იძულებით დააბრუნეს. არსებული ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეები გერმანიის სხვადასხვა ქალაქის საიმიგრაციო ცენტრებში თავშესაფრის მიღების მიზნით იმყოფებოდნენ. გერმანიამ განიხილა მათი მოთხოვნა და 60-მდე მოქალაქეს თავშესაფარზე უარი განუცხადეს.