150-მდე რუსთაველი მოზარდი რუსთავის #22-ე საჯარო სკოლაში კალათბურთში ვარჯიშობს.
საკალათბურთო კლუბ "რუსთავის" ხელმძღვანელის, ზურაბ მაჭავარიანის ინფორმაციით, კლუბში 2006-დან 2011 წლამდე დაბადებული ბავშვები ირიცხებიან და ისინი სამ ჯგუფად: 6-7 წლიანებად, 8-9 წლიანებად და 10-11 წლიანებად იყოფიან.
რუსთავის #22 სკოლის დარბაზში ვარჯიშები ყოველდღიურად მიმდინარეობს და თითოეული ჯგუფისთვის საათნახევარს გრძელდება. საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" უკვე ორი წელია, რაც პატარებს სპორტის ამ სახეობაში ავარჯიშებს. ნახეთ ვიდეო.