10 მაისს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-05-09 19:29:15

რუსთავის 2 ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 მაისს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება 864 აბონენტს რუსთავში. შეზღუდვა შეეხება: მეგობრებისა და მესხიშვილის ქუჩებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.