"ჰამაკი" - მალე "ინფო რუსთავზე"!

2018-05-20 10:50:00

"ინფო რუსთავზე" ახალი ონლაინ გადაცემა "ჰამაკი" იწყება.

რუსთაველებისთვის ნაცნობი ადამიანების შესახებ აქამდე უცნობ ფაქტებსა და მათ მოსაზრებებს ჟურნალისტ სოფო ცერცვაძის საავტორო გადაცემა "ჰამაკში" შეიტყობთ.

სოფო ცერცვაძე - "ძალიან მინდოდა გამეკეთებინა გადაცემა, რომელიც ნებისმიერი ასაკის თუ შეხედულების მქონე ადამიანისთვის საინტერესო იქნებოდა. ჰამაკი ყველგან და ყველასთვის - ეს არის პროექტის მთავარი არსი. რუსთაველ წარმატებულ და საინტერესო ადამიანებს წარმოგიდგენთ განსხვავებული რაკურსით. ისინი მოკლე დროში არასტანდარტულ კითხვებს უპასუხებენ და მათ შესახებ გაიგებთ ისეთ დეტალებს, რაც აქამდე არ იცოდით. რესპოდენტებს ისეთ კითხვებზეც მოუწევთ პასუხის გაცემა, რომლებსაც ყოველთვის თავს არიდებენ, მათ შორის იქნებიან პოლიტიკოსებიც.

ჰამაკის ეპიზოდებს ექნება განსხვავებული ვიზუალური მხარე და ფორმატი, რაც ვფიქრობ, რომ პროექტს უფრო საინტერესოს გახდის. გვინდა, რომ მაყურებლებს შევუქმნათ კომფორტის ზონა და საშუალება მივცეთ ეს ადამიანები ახლოს გაიცნონ.

აქვე გაგიმხელთ, რომ გადაცემის პირველი სტუმარი საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე იქნება, რომელმაც ბევრ ისეთ კითხვას გასცა პასუხი, რომელზეც აქამდე საჯაროდ არასდროს უსაუბრია."

გადაცემა "ჰამაკი" "ინფო რუსთავის" ონლაინ პლატფორმაზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე