მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-05-08 22:40:43

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აღსანიშნავია რომ 9 მაისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი წვიმა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 9 მაისი +27°C, 10 მაისი +27°C, 11 მაისი +25°C, 12 მაისი +18°C.