მსხვილბიუჯეტიანი პროექტი

2018-05-08 19:46:52

ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, რუსთავში კიდევ ერთი მსხვილბიუჯეტიანი პროექტი განხორციელდება.

პროექტი, ერთი მხრივ, ნიკოლაძის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ეზოების მოწესრიგებას ითვალისწინებს, მეორეს მხრივ სანიაღვრე ქსელის მოწყობასაც გულისხმობს.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

რუსთავის ქუჩების ჩამონათვალი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება: ნიკოლაძის #3; #5; #7; #9; 6ა;

საგზაო სარემონტო სამუშაოები განხორციელდება ასევე: რუსთაველის #39 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც შიდა ეზოში, სანიაღვრე ქსელი მოწესრიგებდა და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

პროექტის ღირებულება 469 599 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს "სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიამ" სარეაბილიტაციო სამუშაოები,ხელშეკრულების მიხედვით, 100 დღეში უნდა დაასრულოს.