"ყვითელ მარშუტკაში" მგზავრი დააკავეს.

2017-01-10 19:20:46

ინციდენტი რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსში. შემთხვევა შარტავას გამზირზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ე.წ. ყვითელ მარშუტკაში სამართალდამცავებმა ერთი პირი აიყვანეს. დააკვებისას მგზავრმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სამარშუტო ტაქსის ერთი მინა ჩაიმსხვრა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული და სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაკითხვაზე არიან გადაყვანილები. დეტალებს ვაზუსტებთ.