რუსთავის სკოლის ბუფეტები დააჯარიმეს

2018-05-10 19:14:49

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსთავში სკოლების ბუფეტები დააჯარიმა.

კერძოდ, 200 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრათ ბიზნესოპერატორებს გამოვლენილი მონიტორინგის დროს სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო (მუხლი 67).

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა ბიზნესოპერატორი ელენე ბუაჩიძე, რომელსაც პროდუქცია  №23-ე საჯარო სკოლის ბუფეტში შეაქვს.

ასევე დაჯარიმდა №5 საჯარო სკოლის ბუფეტის ბიზნესოპერატორი გიორგი ცხოვრებოვიც.    

აღნიშნული სკოლების ბუფეტები / სამზარეულოები  სეს-მა 2018 წლის იანვარ-მარტის პერიოდში დააჯარიმა. სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების კონტროლს პერმანენტულად ახორციელებს.