რუსთავში სასურსათო მაღაზიები დააჯარიმეს

2018-05-08 20:00:30

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსთავში 4 სასურსათო მაღაზია დააჯარიმა.
სხვადასხვა ტიპის დარღვევის გამო შემდეგი მარკეტები დაჯარიმდა:

მარკეტი შპს ვეჯინი -  შარტავას გამზ. 8 მ/ტ მუხლი 74 (2) პრიმა (სხვა ბიზნესოპერატორი) ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაცია - ჯარიმა 500 ლარი

მარკეტი შპს რეზელი - ხალხთა მეგობრობის გამზირი მე–2 გასასვლელი ,კორპუსი N3 - მუხლი 74 (1) პრიმა ნაწილი 1 - ეტიკეტირების წესის დარღვევა - ჯარიმა 400 ლარი.

სასურსათო მაღაზია შპს მაია - მეგობრობის II გასასვლელი,კორ. 4–ის მ/ტ - მუხლი 74 (1) პრიმა ნაწილი 1 - ეტიკეტირების წესის დარღვევა - ჯარიმა 400 ლარი

სასურსათო მაღაზია - შარტავას გამზ. 12-ის მ/ტ - მუხლი 74 (1) პრიმა ნაწილი 1 - ეტიკეტირების წესის დარღვევა - ჯარიმა 400 ლარი

აღნიშნული სასურსათო მაღაზიები სეს-მა 2018 წლის იანვარ-მარტის პერიოდში დააჯარიმა. სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების კონტროლს პერმანენტულად ახორციელებს.