იძულებითი პროსტიტუცია [photo]

2018-05-07 14:30:17

თურქეთის ორ პროვინციაში ადანში და კოზანში მაშტაბური სპეცოპერაცია  ჩატარდა, რომელშიც  300 სამართალდამცავი იღებდა მონაწილეობას. გამოვლინდა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ტრეფიკინგში იყო ჩართული.

სამართალდამცველებმა 2 სახლი შეამოწმეს, სადაც 18 ქალი იმყოფებოდა მათ შორის 3 ქართველი. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ქალები თურქეთში დაოჯახების მიზნით, მოტყუებით ჩაიყვანეს,რის შემდეგაც ჩამოართვეს პასპორტები, გამოკეთეს ერთერთ საცხოვრებელ სახლში სადაც მათ პროსტიტუციას აიძულებდნენ.

თურქული მედიის ცნობით, ქალები გარეთ გამოსვლას იმ მიზეზით ვერ ახერხებდნენ, რომ შენობის ეზოში პიტბულის ჯიშის ძაღლები იმყოფებოდნენ, რითაც ქალბატონებს აშინებდნენ.

სამართალდამცველების მიერ სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა, იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 7 ადამიანი.  სამი საქართველოს მოქალაქე ამ ეტაპისთვის დეპორტაციის მოლოდინში ,საიმიგრაციო ცენტრში იმყოფება.