როგორ უნდა დაარეგისტრიროთ პირველკლასელი

2018-05-07 13:11:49

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ დილის 9:00 საათიდან იწყება.
II ეტაპი  საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა ბავშვები მათთვის სასურველ სკოლაში ელექტრონულად უნდა დაარეგისტრირონ.

რეგისტრაცია 8 მაისიდან  - 8 ივნისის ჩათვლით  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე - http://registration.emis.ge -ზე იწარმოებს.

იქიდან გამომდინარე, რომ სკოლებში ადგილები სწრაფად ივსება, მშოლებმა შვილის სასურველ სკოლაში მოსახვედრად გარკვეული რჩევები უნდა გაითვალისწინონ. სასურველია მშობლებმა ზეპირად იცოდნენ ან თან ჰქონდეთ ჩამოწერილი ის მონაცემები, რისი შეყვანაც სარეგისტრაციო ბაზაში მოუწევთ: მოქალაქეობა, ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ერთ-ერთი მშობლის (დედა/მამა/მეურვე) პირადი ნომერი, მშობლის სახელი, მშობლის გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, სკოლის სახელწოდება/ნომერი.
მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დაწყებისას მათ უნდა ჰქონდეთ ინტერნეტზე წვდომა და გამართული კომპიუტერი, რათა ამ შემთხვევაში სისწრაფე მნიშვნელოვანია.

რეგისტრატორი მიიღებს ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის. იხილეთ სრული ინსტრუქცია.

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება კი 2018  წლის 11 ივნისიდან  30 ივნისის  ჩათვლით განხორციელდება. I და II ეტაპზე  მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების  განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 2018 წლის 2 ივლისიდან - 16 ივლისის ჩათვლით.
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის  საფუძველზე.

2018-2019  სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი