პარკში ჩასასვლელი პანდუსის მოწყობა იგეგმება.

2017-01-10 19:10:26

წმინდა ნინოს ქუჩიდან, რუსთავის ცენტრალურ პარკში ჩასასვლელად, პანდუსის მოწყობა იგეგმება. საკითხის შესახებ ქალაქის მერმა „ინფო რუსთავის “facebook live“ - ში ისაუბრა. დავით ჯიქიას განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, სტანდარტული პანდუსის მოწყობა ციცაბო ზედაპირის გამო ვერ მოხერხდება. შესაბამისი პანდუსის მოსაწყობად კი პროქეტზე მუშაობა მიმდინარეობს.  

წმინდა ნინოს ქუჩიდან პარკში ჩასასვლლელ ტერიტორიაზე პანდუსის არარსებობის გამო გადაადგილება უჭირთ, მშობლებს რომლებიც საბავშვო ეტლით გადაადგილდებიან და ასევე სამედიცინო ეტლში მსხდომებს. პრობლემის მოგვარების თხოვნით „ინფო რუსთავს“ მოსახლეობამ  არაერთხელ მომართა.