კლინიკაში 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა

2018-05-06 20:16:03

პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ქანან ალიევის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდის მდგომარეობას, ექიმები ჯანმრთელობისთვის საშიშად არ მიიჩნევდნენ, თუმცა დღეს კლინიკაში მისულ ოჯახის წევრებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც ახლობლებმა განაცხადეს, ალიევი თავდაპირველად მარნეულის ავერსის კლინიკაში ცხვირიდან სისხლდენით მიიყვანეს, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექიმების მხრიდან სათანადო ყურადღება არ მიექცა. ახლობლები, ექიმებისგან მომხდარის მიზეზების განმარტებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათთვის პასუხი არავის გაუცია.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს,რომ საქმე 116 -ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რა გახდა 20 წლის ბიჭის სიკვდილის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.