3 მამაკაცი გარდაიცვალა

2018-05-05 21:17:31

ინტოქსიკაციით კიდევ 3 პირი გარდაიცვალა, მამაკაცებმა სავარაუდოდ ე.წ. "აბაზანის მარილი" მიიღეს. არსებული ინფორმაციით ლევან კალანდაძე და კახა კიკნაძე კლუბ "მეტრონომის" გახსნაზე გუშინ იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც გამთენიისას სახლში წავიდნენ, დაიძინეს და ვეღარ გაიღვიძეს. კლუბის დამფუძნებელი მის ობიექტში ნარკოტიკის მიღებას გამორიცხავს.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ 2 გარდაცვლილის ვინაობა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია რომ გუშინ ღამით კიდევ 1 პირი დაიღუპა. სამივე მამაკაცმა სავარაუდოდ მეფედრონი, ე.წ. "მეფედრონი" მიიღეს.