სად მუშაობენ ყველაზე არაკომპეტენტური კადრები

2018-05-05 17:41:08

გამოვლინდა სფეროები, რომლებშიც ყველაზე არაკომპეტენტური კადრები მუშაობენ. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის ანგარიშშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად კომპანიებში დასაქმებული პირებიდან ყველაზე მეტად არაკომპეტენტურობით გამოირჩევიან:
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სპეციალისტ-პროფესიონალები

განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტები

კომერციული მომსახურების სფეროში მომუშავეები

(სამივე სფეროში კადრების უმრავლესობას ძირითადად პრობლემები აქვთ ჯგუფური მუშაობის უნარებთან მიმართებაში)

ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალები - განიცდიან ICT უნარების ნაკლებობას;

ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკებსა და მოდელებს - გამყიდველებსა და საქონლის დემონსტრატორებს აქვთ ტექნიკური უნარ-ჩვევების ნაკლებობა

კვების პროდუქტების მწარმოებელი და მონათესავე პროფესიების მუშაკები განიცდიან როგორც ტექნიკური უნარ-ჩვევების, ასევე ახალი ინფორმაციებისა და უნარების შეძენის ნაკლებობას

კლიენტების ინფორმირებით დაკავებული სფეროს წარმომადგენლების უმრავლესობას კი აქვს გამოთვლის, წაკითხვის, მონაცემებისა და ცხრილების გამოყენებისა და ინფორმაციის გაცნობის, გაანალიზებისა და გადმოცემის უნარების ნაკლებობა

დამსაქმებელთა უმრავლესობა (42.6%) პროფესიულ უნარებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ხშირ შემთხვევაში არ ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს, თუმცა დიდია იმ კომპანიების ხვედრითი წილიც (35.6%), რომლებიც დამატებით ტრენინგებს ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ არაკომპეტენტური კადრების არსებობის პრობლემის დასაძლევად  კომპანიების 12.2%-ს ახალი კვალიფიციური კადრი აჰყავს.

კვლევა 2017 წელს, შემთხვევითი სტრატიფიცირებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით 6000 სხვადასხვა ტიპის კომპანიაში ჩატარდა.

გაიგეთ რის გამო იწუნებენ დამსაქმებლები სამუშაოს მაძიებლებს

 

ავტორი: ირმა კურტანიძე