რუსთავის თვითმმართველობამ 18 პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ასაკი 18 წლიდან იწყება, განაცხადის მიღების ბოლო ვადა 14 იანვარია. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ - გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;
ვაკანსიები
* ადმინისტრაციის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი
* სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამობილიზაციო განყოფილების სპეციალისტი
* ადმინისტრაციის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
* სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის გაწვევის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
* ადმინისტრაციის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
* სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის გაწვევის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
* ადმინისტრაციის საქმისწარმოების (კანცელარია) განყოფილების უფროსი სპეციალისტი
* სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის გაწვევის განყოფილების სპეციალისტი
* ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
* საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
* საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი