საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

2017-01-09 16:56:33

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს. პირველი საკითხი, სპეცტექნიკის შეძენისთვის განკუთვნილ სესხს შეეხებოდა. ბანკთან გაწეული მოლაპარაკებების საფუძველზე სესხის ლარში აღება გახდა შესაძლებელი, რის შედეგადაც, სანაგვე ურნებისა და მანქანების შეძენა 298 000 ევროს ნაცვლად 892 000 ლარად მოხდება. გარდა ამისა საპროცენტო განაკვეთი 0.5% მდე იქნა დაყვანილი. მყარი ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები და მანქანები ქალაქს მიმდინარე წლიდან მოემსახურება.

დეპუტატებმა განიხილეს, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების საკითხიც. პროგრამის ფარგლებში დღეს 2 მოქალაქის დაფინანსებას ეყარა კენჭი.