დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

2018-05-03 11:33:33

მკვლელობა ხაშურში. სოფელ ალში მამაკაცებს შორის  კამათს ფიზიკური დაპირიპირება მოჰყვა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაიჭრა და გარდაიცვალა.

როგორც "ინფო რუსთავისთვის“ გახდა ცნობილი მოკლული ახალგაზრდა ქალის ყოფილი ქმრის ძმა არის, რომელიც გვიან ღამით ორ პირთან ერთად მივიდა  ქალის სახლში, სადაც მისი ამჟამინდელი ქმარი და ძმა დახვდნენ.  სიტყვიერი და ფიზიკური შელაპარაკების დროს, მოხდა ცივი იარაღის გამოყენება, რა დროსაც ყოფილი ქმრის ძმა გარდაიცვალა, ხოლო სავარაუდო ეჭმიტანელი, ქალის ამჟამინდელი ქმარი დაიჭრა, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულიხხმობს.