ბუნებრივი აირის ქვითრებზე კვლავ მაღალი გადასახადი ფიქსირდება.

2017-01-09 14:24:16

მოსახლეობა ბოლო თვეების განმავლობაში, ბუნებრივი აირის ქვითრებში მაღალი გადასახადის დაფიქსირებას აპროტესტებს. "სოკარ ჯორჯია გაზში“  აცხადებენ რომ, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ეჭვი შეაქავს გადასახადის ოდენობაში, პირველ რიგში უნდა მოხდეს მრიცხველის შემოწმება.

„გადაკეტონ ცენტრალური მრიცხველი, გამორთონ ყველანაირი გაზდანადგარი, შეხედონ მრიცხველს, თუ მრიცხველი ტრიალებს, არის გაზის გაჟონვა,  თუ მრიცხველი არ ტრიალებს მაშინ შეამოწმონ თავიანთი დანახარჯები გასული წლის ანალოგიური თვის დანახარჯთან, თუ განსხვავება არის მცირედი, მომატებული გადასახადი გამოწვეულია კლიმატის ცვლილებასგან, ხოლო თუ არის დიდი განსხვავება დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე, სადაც გადაამოწმებენ წინა წლების დანახარჯს . საჭიროების შემთხვევაში მისამართზე გააგზავნიან საავარიო სამსახურს და შეამოწმებენ მრიცხველს“ განაცხადეს „სოკარ ჯორჯია გაზში“.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზის ნომერია 16 114 .

„ინფო რუსთავი“ საკითხთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენს რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა. სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა რომ პრობლემის შემთხვევაში მოსახლეობამ განცხადებით „სემეკს“ უნდა მიმართოს.