ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2018-05-02 23:37:04

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი დედას და მის მცირეწლოვან შვილს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით ბავშვმა ავტომობილს წინ გადაურბინა რა დროსაც მოხდა შეჯახება. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. პაციენტებს ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, დაშავებულებმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. ნახეთ ვიდეო.