შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე [photo]

2018-05-01 21:03:43

თბილისში 20 და 29 წლის მამაკაცები რუსთაველის ქუჩაზე, H&M-ის მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცების დაჭრას წინ უძღოდა შელაპარაკება. თვითმხილველები აღნიშნავენ რომ მათ დაინახეს ბიჭები რომლებიც დაბლა იწვნენ და სისხლისგან იცლებოდნენ, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილები ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება განძრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.