დღეიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა იკრძალება.
მოწევა აკრძალულია:
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა)
- ნებისმიერი დანიშნულების შენობა ნაგებობაში
- საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში; აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.
- მოწევა იკრძალება ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში. ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურებში
- კაფე-ბარებსა და რესტორნებში.
ასევე, სავალდებულო ხდება შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.
სიგარეტის მოწევა დასაშვებია:
- ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას;
- პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში.
- მოწევა ასევე ნებარათული იქნება კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.
ჯარიმა დარღვევის შემთხვევაში:
- შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის, ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში თანხა ორმაგდება;
- მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში, სახურავსა და ლიფტში მოწვისთვის ჯარიმა 50 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით,
- წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი თანხა ასევე გაორმაგდება;
2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა.