ქვაფენილის აყრა და თავიდან დაგება მიმდინარეობს.

2017-01-08 20:09:59

განახლებულ კოსტავას ქუჩაზე ახლად დაგებული ქვაფენილის აყრა და ხელახალი დაგება მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაში აცხადებენ რომ სამუშაოების მცირე ნაწილი ხარვეზით შესრულდა და ამ ეტაპზე სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორება ხდება. საკითხთან დაკავშირებით, „ინფო რუსთავის“ facebook live-ზე, ქალაქის მერმაც ისაუბრა. დავით ჯიქიას თქმით, სამუშაოების ის ნაწილი რომელიც, შესაბამის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს, კომპანიის მიერ ახლიდან იქნება შესრულებული. კოსტავას ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ქვაფენილის დაგება, ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა, არსებული ხარვეზების აღმოფხვრას კომპანია „დაგი“ საკუთარი ხარჯებით ახდენს.