დავით კირკიტაძისა და მამუკა ჩიქოვანის გზები გაიყო (ფოტო/ვიდეო).

2017-01-08 18:20:27

დღეს რუსთავის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქალაქო ორგანიზაციის  კონფერენცია ჩატარდა,  კონფერენციაზე  პარტიის ყრილობის 228 დელეგატი და 140 მოწვეული სტუმარი დაამტკიცეს. რუსთავიდან არჩეული დელეგატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მე-7 ყრილობას დაესწრებიან. პარტიის წარმომადგენლებმა ყრილობის ჩატარება რამდენიმე დღის წინ დაანონსეს, ენმ-ს ყრილობა 20 იანვარს გაიმართება და მასში მონაწილეობას 7000 დელეგატი მიიღებს. დავით კირკიტაძემ „ინფო რუსთავთან“  სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ  პარტიის ძირითად ჯგუფს  რუსთავის ორგანიზაციის არცერთი წევრი არ გამიჯნულა „რუსთავის საქალაქო ორგანიზაციიდან, იმ ადამიანების მხრიდან ვინც იღებდა არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას არავინ არ გამიჯნულა და ერთხმად დაამტკიცეს ყრილობის წევრები“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ. კონფერენციაზე მოწვევის მიუხედავად, შეხვედრას არ ესწრებოდა მამუკა ჩიქოვანი, როგორც მან „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულ  კონფერენციას და ზოგადად პარტიის ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევს და ისიც აღნიშნა, რომ  უახლოეს მომავალში პარტიაში ცვლილებებია მოსალოდნელი. გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ჩიქოვანი ახალი ფრაქციის შექმნის შემთხვევაში, მის წევრად მოიაზრება და, სავარაუდოდ, ახლო მომავალში რუსთავის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტსაც დატოვებს.