რაზე დაიხარჯება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.

2017-01-08 15:12:37

2017 წელს  ქალაქისთვის პრიორიტეტული საკითხები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან თანხები უკვე გამოიყო - ცნობილია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ათამდე ტენდერია გამოცხადებული, მათ შორის 100 000 ლარს 3 მათგანი აჭარბებს.

წლის დაწყებისთანავე გამოცხადებული ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ტენდერები:

  • გზების ორმული დამუშავება, რომლისთვისაც 150 000- მდე ლარია გამოყოფილი. სამუშაოების ფარგებში, ქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო გზებზე არსებული ე.წ ორმოების ამოვსება მოხდება.
  • 163 178 ლარია გამოყოფილი ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციისთვის. სამუშაოების ფარგლებში, შარტავას მოედნიდან, ლეონიძის ქუჩის კვეთამდე არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.
  • კიდევ ერთი ტენდერი, რისთვისაც ქალაქის  ბიუჯეტიდან  180 000 ლარი დაიხარჯება,  სატელევიზიო მომსახურებაა. თანხას ზემოთ აღნიშნული სამუშაოს გაწევისთვის, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია მიიღებს.