ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება.

2017-01-08 13:52:25

2016–17 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული ზამთრის არდადეგები დასასრულს უახლოვდება.  საქართველოს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 9 იანვარს განახლდება, თუმცა თავისუფალი დასრება  2017 წლის 9 იანვრიდან  16 იანვრის ჩათვლით გამოცხადდება. „ინფო რუსთავი“  რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ეკა ხუციშვილს დაუკავშირდა, მისი განცხადებით, რუსთავის ყველა ბაღი მზადაა სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად, ყველა ფილიალში ჩართულია ცენტრალური გათბობა, ასევე დასრულებულია ტენდერი კვებასთან დაკავშირებით და ყველა პირობაა შექმნილი აღსაზრდელების მისაღებად.  საჯარო სკოლებში კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე სასწავლო პროცესი 16 იანვარს,  ორშაბათ დღეს  განახლდება.