ქალს ცხვირში მავთული 17 წელი ჰქონდა

2018-04-28 16:21:23

ქუთაისში პაციენტს ცხვირიდან 17 წლის წინ ჩარჩენილი მავთული ამოუღეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა ,,გიდი" თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

"ახალგაზრდა პაციენტმა მოგვმართა, რომელსაც თავის ტკივილები, სუნთქვის გაძნელება და ცხვირში დისკომფორტი წლების მანძილზე აწუხებდა.
17 წლის განმავლობაში პაციენტს სხვადასხვა კლინიკებში სინუსიტზე პერმანენტულად მკურნალობდენ. როგორც საბოლოოდ გაირკვა, ახალგაზრდა ქალში, სუნთქვის გაძნელებას 17 წლის მანძილზე ცხვირში ჩარჩენილი რამდენიმე სანტიმეტრიანი მავთული განაპირობებდა. ცხვირიდან მავთულის ამოღების შემდგომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს
"- წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.