მაისიდან სესხის აღება იზღუდება

2018-04-28 13:49:12

შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა მაისიდან იზღუდება. ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით კომერციული ბანკები სესხს მანამდე ვერ გასცემენ, სანამ კლიენტის გადახდისუნარიანობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ექნებათ.
ცვლილებები ყველაზე მეტად თვითდასაქმებულ მოქალაქეებს შეუქმნის პრობლემას, რომლებსაც რეგისტრირებული შემოსავალი არ აქვთ და ხშირად თანხას ხელზე იღებენ. ცვლილებები სესხების მოცულობის შემცირებას უკავშირდება. საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სესხის აღების მსურველთა დიდი ნაკადია, ის ვისაც ბანკი სესხის აღებაზე უარს ეტყვის, ფულის მისაღებად უფრო სარისკო ფორმას აირჩევს.
როგორც ცნობილია გამკაცრებული რეგულაციები ამ ეტაპზე მხოლოდ საბანკო სექტორს შეეხება, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგივე ვალდებულებები დაეკისრება მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსაც.
ექსპერტების აზრით, სესხის აღების გამკაცრება სავაჭრო ობიექტებში სასურველი ნივთის განვადების პროცესებსაც გააჭიანურებს, რაც ახალ პრობლემას კერძოდ კი გაყიდვების შემცირებას გამოიწვევს.