რატი გაჩეჩილაძის დაკავების კადრები (ვიდეო).

2017-01-08 13:18:49

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რატი გაჩეჩილაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.