ტურისტული ფორუმი

2018-04-27 15:55:59

ტურისტული შესაძლებლობები ქვემო ქართლში.

ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები და სამომავლო გეგმები ტურისტულ ფორუმზე განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ქვემო-ქართლის რეგიონში ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. ფორუმის მომხსენებლებმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილეს ყურადღება და პროექტების პრეზენტაციებიც წარადგინეს, რომლის ფარგლებში მოეწყო ალგეთის ეროვნული პარკის პრეზენტაცია. პარკი ვიზიტორებს მაისიდან უმასპინძლებს.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

ტურისტულ სეზონზე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში, შესაძლებელია ღირსშესანიშნაობის დათვალიერება და სხვადასხვა სახის ტურისტული აქტივობით დაკავება, მათ შორის ღვინის, არქეოლოგიური, კულტურული, აგრო, სათავგადასავლო ტურიზმი და სხვა.

შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.