საქართველოს მოქალაქე თურქეთში მოკლეს

2018-04-26 22:00:26

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ქალაქ იზმირში სამუშაოდ წასული ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. ამ დროდმე უცნობია რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცზე თავდასხმის მიზეზი. ოჯახისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 47 წლის ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი სტამბულის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. მამაკაცს სახეზე დაზიანებები და ყელი, სავარაუდოდ, ბასრი დანით აქვს გამოჭრილი.

ლუხუმ ჯანჯარია თურქეთში სამუშაოდ ნაცნობის დახმარებით წავიდა. ის პირველად იზმირში ჩავიდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ მათთვის უცნობი მიზეზით ჩხუბი და მკვლელობა იზმირში მოხდა კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი სტამბულში წაიღეს და ხეზე ჩამოკიდეს. ოჯახი ობიექტურ გამოძიებას თურქულ პოლიციას სთხოვს. მათი მოთხოვნაა, დაიკითხოს ის მამაკაცი, რომელმაც ლუხუმ ჯანჯარია სამუშაოდ წაიყვანა.

ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. საეჭვო გარემოებების გარკვევას მოკლულის ოჯახი შინაგან საქმეთ სამინისტროს სთხოვს. ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარს ოჯახში ხვალ მიასვენებენ.

 

წყარო: რუსთავი2